საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1949
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 1949

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე

„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებე­ბი­სა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასა­ტარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის № 126 დადგენილების საფუძველზე მოწონებულ იქ­ნეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიუ­ლ პირს – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრსა და საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების გერმანულ ფონდს (IRZ)შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების ( „საქართველოსა და სომხე­თის სასწავლო დაწესებულებათა ტრენერების პროფესიული განვითა­რების“ ) პროექტი .

პრემიერ-მინისტრი           ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია