საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის N3/87 ბრძანების დანართი N1-ში და დანართი N2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
03/103
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-05-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-14
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის N3/87 ბრძანების დანართი N1-ში და დანართი N2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის

მინისტრის

ბრძანება №03/103

2014 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის №3/87 ბრძანების დანართი №1-ში და დანართი №2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის თანახმად,  ვბრძანებ:

 1. ქალაქ ბორჯომში კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის №3/87 ბრძანების დანართი №1 და დანართი №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება.
     ა) დანართი № 1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 18 – „ქ. ბორჯომი, გურამიშვილის ქუჩა”, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „ქ. ბორჯომი, გამსახურდიას ქ. №17”, შესაბამისად, ამავე ბრძანების დანართი № 2-ში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ ძეგლის სააღრიცხვო ბარათში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: „ქ. ბორჯომი, გურამიშვილის ქუჩა”, შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – „ქ. ბორჯომი, გამსახურდიას ქ. №17” და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
    3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


     ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. №7).

 

მ. ოდიშარია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

 

18.

სამხედრო სანატორიუმი

ქ. ბორჯომი, გამსახურდიას ქ. №17

 

 

 

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო

ბარათი №

 

 

1. სახელწოდება – სამხედრო სანატორიუმი

2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. ბორჯომი, გამსახურდიას ქ. №17

3. სახეობა – არქიტექტურის

4. თარიღი –1864 წელი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია