საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 256 8
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 6 მუხლის შესაბამისად და „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ( განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს № 687 ბრძანებულების გათვალისწინებით
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2011 წლის 23 დეკემბრის № 05 /30350) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. ზუგდიდში, ცოტნე დადიანის ქ. №13-ში მდებარე №1 შენობა-ნაგებობის (განაშენიანების ფართობ ი 976.98 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 9 672 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №43.31.49.162) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გ ანკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური