საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2278
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 22 7 8

2011 წლის 24 ნოემბერი

  ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1.    კახეთის რეგიონში, მდინარე დურუჯის ხეობაში მდებარე კუ­დი­გო­რის წყალსაცავზე „ილიას ტბის“ მშენებარე ტურისტული კომპლექსის მოწ­ყობის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გა­თვა­ლისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პრო­ექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტ­ო­რ­ი­ულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლა­გოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სა­ხ­ელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას გამო­უ­ყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

2.    „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირ­ველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვა­დებ­ში ჩატარების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტო­რი­ულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თე­ლა­ვის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპა­ლი­ტე­ტე­ბი) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციამ სა­ხელ­მწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის სა­შ­უ­ალებით.

 

პრემიერ - მინისტრი                                                          ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია