„სააქციო საზოგადოება საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1576 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2257
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სააქციო საზოგადოება საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1576 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2257

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სააქციო საზოგადოება საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1576 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხ­ლის შესაბამისად, „სააქციო საზოგადოება „საქართველოს სოფლის მე­უ­რ­ნეობის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივე­ბული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართ­ველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1576 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწი­ფოებ­რივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სააქციო საზოგადოება „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციამ“ იმერეთში, მცხეთა‑მთიანეთსა და შიდა ქართლში დაწვიმებითი მორწყვის ტექნო­ლო­გიების მოწყობისათვის საჭირო საპროექტო‑სამშენებლო სამუშაოე­ბისა და მშენებლობის თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდ­ვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

 

პრემიერ‑მინისტრი                                                                ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია