საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 22 21
2011 წლის 1 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
2011 წლის 19 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „დარიალ ენერ ჯის“, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის შეთანხმების პროექტი დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ 2011 წლის 19 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად , შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური