|
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 315) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რეპატრიანტის სტატუსის საფუძველზე“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რეპატრიანტის სტატუსი რეპატრიანტს აძლევს უფლებას, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“. 2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ2) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის მიღების შემთხვევაში;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30‑ე დღეს. |
ქუთაისი, 30 აპრილი 2014 წ. N2321-IIს |