საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2203
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2203

2011 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

   1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუ­ხ­­­­ლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკო­ნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს „ცის­კარს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – №221269026) საკუთრებაში გადას­ცეს ქ. წყა­ლ­ტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული 18 000 კვ.მ არასასოფ­ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (ნანგრევი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კო­დი – №29.08.35.045), შპს ,,ცისკრის“ საკუთრებაში არსებული, ქ. წყა­ლ­ტუბოში, რუსთაველის ქ. №8-ში მდებარე 13 165 კვ.მ არასასოფლო-სამე­უ­რნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №01 შენობა-ნაგებობის (განაშენიანების ფართობით – 984 კვ.მ) და №02 შე­ნო­­ბა-ნაგებობის (განაშენიანების ფართობით – 79 კვ.მ) (მიწის (უძრავი ქო­ნე­ბის) საკადას­ტრო კოდი – №29.08.34.054) სახელმწიფო საკუთრებაში გა­დმოცემის სანაც­ვლოდ.

   2. საქართველოს ეკო­ნომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კა­ნონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

   პრემიერ-მინისტრი                                                       ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია