საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 785
2014 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2 3-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედსაჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომშტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 20 ერთეულით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი