საქართველოს მთავრობის
განკარგულება №724
2014 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
ამერიკის შეერთებული შტატებიდან პეტრე ხვედელიძის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან მიმართოს 8200 ( რვა ათას ორასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან პეტრე ხვედელიძის საქართველოში გადმოსვენებისათვის საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი