საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 760
2014 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
„ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №471 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №471 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და №12 და №33 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი