სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2188
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2188

2011 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკი­ცე­ბუ­ლი „ტყითსარგებლობის წესის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სა­გარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სათბობი შეშით უზ­რუნ­ველყოფის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რე­სურ­სების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუ­ნებ­რივი რესურსების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) განახორ­ციე­ლოს კახეთის რეგიონში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელ­მწი­ფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრე­ბის შედეგად დამზადებული და სააგენტოსათვის გადაცემული მერ­ქ­ნუ­ლი რესურსიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტისათვის – 260 მ3 მერ­ქნუ­ლი რესურსისა და გურ­­ჯა­ანის მუნიციპალიტეტისათვის – 150 მ3 მერ­ქნუ­ლი რესურსის გადაცემა.

2. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შე­სახებ“ საქართველოს კანონის მე‑7 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, სა­გარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებმა ამ განკარგულების პირ­ვე­ლი პუნქტის თანახმად სააგენტოს მიერ გადაცემული მერქნული რე­სურ­სის ოდენობისათვის, კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურ­სე­ბით სარ­გებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდა უზრუნ­ველ­ყონ ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მო­საკ­რებლის ოდენობის მიხედვით.

 

პრემიერ-მინისტრი                                          ნიკა გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია