„სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2316-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-13
სარეგისტრაციო კოდი
430080000.05.001.017414
„სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 72) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება და სააღმზრდელო დაწესებულება, რომლებიც ლიცენზირებას ექვემდებარებოდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული დაწესებულების მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფოს მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებული დაწესებულებები ლიცენზირებულად ითვლება.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 აპრილი 2014 წ.

N2316-IIს

კრებსითი — სრული ვერსია