დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2547
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 254 7

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწი­ლის შესაბამისად, დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების და ­დ ­გენა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავ­ლების სამ­ სახურმა (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) .

2. შემოსავ­ლე­ბის სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კო­­დექ­სის მი­ზ­ნებისათვის ბუნებრივი დანაკარგების მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვრული ოდენო­ბებისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირ­ებ­უ­ლი ტექ­ნიკური ნორმების სა­წარ­­­მოო და­ნაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, სა­ქონ­­ლის გა­მო­სავ­­ლია­ნობისა და საწარმოო პროცესთან დაკავ­ში­რ­ე­ბ­უ­­ლი სხვა ტექნი­კური ნორმების შემუშავების მიზნით უზრუნველყოს შემმუშავებელი კომი­სიის შექმ­ნა.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კო­დექ­სის 61-ე მუხლის შე­საბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს სა­ქარ­თველოს მთავ­რო­ბის 2011 წლის 14 აპრილის №845 გან­კარ­გუ­ლება „ბუნებრივი დანა­კარ­გების მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვრული ოდენობების შე­მ­მუშავებელი სა­მ­თავრობო კომისიის შექმნის შე­სახებ.“.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია