საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 254 5
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1 . მდინარე ენგურისა და შავი ზღვის შესართავთან არსებული კუნძულების განათებისა და ანაკლიის სანაპირო ბულვარის გაშენებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 18 მუხლის მე - 2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ ANAKLIA - GANMUKHURI RESORTS “ ‑ ს გადაურიცხოს 850 000 ( რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხით გაზარდოს შპს „ANAKLIA - GANMUKHURI RESORTS “‑ის კაპიტალი.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები შპს „ ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS “-მა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „ ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS “-ისათვის გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.
პრემიერ‑მინისტრი ნიკა გილაური