საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2146
2011 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ალკოჰოლიანი სასმელისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მის მიერ გაწეული მომსახურების საფასურიდან მიღებული შემოსავლებით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური