საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 254 2
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში ( ქალაქი ფოთი , აბაშის , ზუგდიდის , მარტვილის , მესტიის , სენაკის , ჩხოროწყუს , წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 - ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში ( ქალაქი ფოთი , აბაშის , ზუგდიდის , მარტვილის , მესტიის , სენაკის , ჩხოროწყუს , წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის № 826 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში ( ქალაქი ფოთი , აბაშის , ზუგდიდის , მარტვილის , მესტიის , სენაკის , ჩხოროწყუს , წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას გამოუყოს 482 000 ( ოთხას ოთხმოცდაორი ათასი ) ევროს ეკ ვივალენტი ლარი, მათ შორის:
ა) 414 000 (ოთხას თოთხმეტი ათასი) ევროს ეკ ვივალენტი ლარი – მესტიის მუნიციპალიტეტის სამთო კურორტის არქიტექტურულ- დაგეგმარებითი პროექტის შემუშავების, დაბა მესტიის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის საპროექტო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად;
ბ) 68 000 (სამოცდარვა ათასი) ევროს ეკ ვივალენტი ლარი – ქ. ფოთში ახალი ბულვარის პროექტირებისა და მასთან დაკავში რებული ხარჯების დასაფინანსებლად.“.
პრემიერ - მინისტრი ნ . გილაური