სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2541
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2541

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74  მუხლის საფუძველზე, სს „ ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთ“ -ის ფილიალი საქართველოში გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში , სოფელ სულდის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 440 000 ( ოთხას ორმოცი ათასი ) მ3 ანდეზიტო-ბაზალტის (ღორღი) მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

                                                                      

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


2. სს „ ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთ“ -ის ფილიალმა საქართველოში უზრუნველყოს:

ა) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია