საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 25 26
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტი გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. წყრუთის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 7 000 მ3 ანდეზიტის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| N | X | Y |
| 1 | 328863 | 4617475 |
| 2 | 328669 | 4617393 |
| 3 | 328725 | 4617547 |
| 4 | 328870 | 4617556 |
| S=1.85 ჰა. |
2 . ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება .
3 . ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გათავისუფლდეს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულებისაგან .
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური