„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №1206 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2520
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №1206 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 25 20

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის № 1206 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექ­ ტე­ ბის ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრა­ სტრუქ­ ტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართვე­ ლოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის № 1206 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე‑2 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) 2011-2012 წლებში უზრუნველყოს თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების განხორციელება;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„ 3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ამ განკარ­ გულებით 2012 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსა­ ხუ­ რების შესყიდვის დაფინანსება განახორციელოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის“ მუხლით განსაზღვ­ რული ასიგნებებიდან.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს ამ განკარგულებით 2012 წელს შესასრუ­ ლებელი სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების განხორ­ ციელებისათვის აუცილებელი თანხების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფის საკითხი.“.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია