„მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ოქტომბრის №2082 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2140
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ოქტომბრის №2082 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2140

2011 წლის 4 ნოემბერი

 ქ. თბილისი

 „მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ოქტომბრის №2082 განკარგულებაში  ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუ­ხ­ლის თანახმად „მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგი­ერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რობის 2011 წლის 27 ოქტომბრის №2082 განკარგულებაში შე­ტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყა­ლიბ­დეს შემ­დეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიო­ნებ­ში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „მესტია რი­ზორტსს“ გადაურიცხოს 1 343 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცდა­სამი ათასი) ლარი სათხილამურო ტრასების გასანათებელი საშუალე­ბების შესაძენად (ბოძები, სანათები) ბოძების საძირკვლების, ელექ­ტრო­გაყვანილობების და დენის წყაროების მონტაჟის სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზ­ნით.

2. ეთხოვოს მესტიის მუნიციპალიტეტს, რომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული 1 343 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცდასამი ათასი) ლარით გაზარდოს შპს „მესტია რიზორ­ტსის“ კაპიტალი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    ნიკა გილაური

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია