სს „დარიალი ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2137
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სს „დარიალი ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2137

2011 წლის 4 ნოემბერი

 ქ. თბილისი

სს „დარიალი ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკო­ნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ სს „და­რიალი ენერჯის“ უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადასცეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში მდებარე 84997 კვ.მ არასასოფ­ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №74.01.13.201) ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნის­ტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კა­ნონ­მ­დე­ბ­ლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია