მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზების მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2134
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზების მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2134

2011 წლის 4 ნოემბერი

 ქ. თბილისი

მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზების მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) 2011-2012 წლებში უზრუნველყოს მესტიის მუნიციპალიტეტში თეთ­ნულ­დის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზების მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისა და მას­თან დაკავშირებული საპ­როექტო და საზედამხედველო მომსახურების გან­ხორციელება;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები გა­ნახორციელოს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადე­ბის პარალელურ რე­ჟიმში;

გ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედა­მხედ­ველო მომსახურების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელ­მწიფო შეს­ყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქ­ტის „დ“ ქვე­პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოებისა და მას­თან დაკავში­რებუ­ლი საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდ­ვები განახორციე­ლოს გამარტივებული შესყიდვის სა­შუალებით;

დ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედა­მხედ­ველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „საქარ­თველოს 2011 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კა­ნონით საქართველოს საავტომო­ბილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერი­­ოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგა­ნიზაციული კოდი: 25 04 01 02 01) გან­საზღვრული ასიგნებებიდან.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შე­ტანის დროს გაითვალისწინოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამ­შენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზე­დამხედველო მომსახურების შესყიდვის დაფინანსები­სათ­ვის საჭირო თანხე­ბის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტა­მენ­ტისათვის გამოყოფის საკითხი.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2012 წლის სა­ხელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაითვალისწინონ ამ გან­კარგულებით 2012 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსა­ხურების დაფი­ნანსე­ბისათვის საჭირო თანხები.

 

  პრემიერ-მინისტრი                                               ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია