საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2131
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2131

2011 წლის 4 ნოემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ  განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს რეგიონული განვი­თა­რე­ბისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია, რომ მიმდი­ნა­რე წლის 10 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით ქ. თბილისში იმართება სამ­ხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პერსპექტივების შე­სახებ საკოორდინაციო შეხვედრა (შემდგომში – საკოორდინაციო შეხ­ვედ­რა), რომელიც ორგანიზებულია საქართველოს რეგიონული განვითა­რე­ბისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მიერ. საკოორდინაციო შეხვედრის მიზანია საქართველოს რეგიონული გან­ვი­თა­რებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სომხეთის რესპუბ­ლი­კის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტროს და აზერბაიჯანის რეს­პუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროგ­რა­მების განვითარების გავლენის მაქსიმალური ზრდა დონორთა პროგ­რა­მებთან მათი უკეთესად თანხვედრითა და მისადაგებით.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტუ­რის სამინისტრომ უზრუნველყოს საკოორდინაციო შეხვედრასთან და­კავ­­ში­რე­ბული საორგანიზაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამი­ნის­­ტროსათვის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრას­ტ­რუქ­ტურის სამინისტროს აპარატის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი: 25 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია