„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2129
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2129

2011 წლის 4 ნოემბერი

 ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექ­ტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპ­რი­ლის №735 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) №5 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. თვითმმართველ ქალაქ რუსთავს – 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია;

ბ) მშენებარე იუსტიციის სახლის, ქორწინების სახლისა და ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია;

გ) ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსის“ ამხანაგობის განვითარების ხელშეწ­ყობა;

დ) ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსის“ მშენებლობის დასრულება;

ე) გზების საფარის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა;

ვ) მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაცია;

ზ) ძველ რუსთავში მერიის შენობის წინ მდებარე მოედნის რეა­ბი­ლიტაცია;

თ) ძველ რუსთავში სახლების სახურავების შეკეთება.“;

ბ) №5 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარდაბნის მუნიციპალიტეტს – 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფელ კრწანისში 9‑სართულიანი კორპუსის საძირკვლის გამაგ­რებითი სამუშაოები;

ბ) მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია;

გ) ქ. გარდაბანში მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია;

დ) სოფელ ვახტანგისში გარე განათების მოწყობა;

ე) სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის სისტემების რეაბილი­ტაცია;

ვ) ქ. გარდაბანში დავით აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                 ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია