„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2323-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-13
სარეგისტრაციო კოდი
120260020.05.001.017413
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის, აგრეთვე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.“.

2. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის − არანაკლებ 3 წლისა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 აპრილი 2014 წ.

N2323-IIს

კრებსითი — სრული ვერსია