|
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №379 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №379 ბრძანებაში (სსმ, 010340000.22.038.016252, 31/12/2013) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის და ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: 3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი თანდართული სახით.“. 4. ბრძანებით დამტკიცებული დანართის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.“; გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისათვის დადგენილი განაცხადის ფორმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისათვის დადგენილ განცხადების ფორმას, რომელიც თავსდება სამინისტროს ვებგვერდზე, ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|