„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2014, 010110010.10.003.017882) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. პროგრამის საინფორმაციო კამპანიის მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ,,სოციალური დახმარებების“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 35 02 02) ასიგნების ფარგლებში.“.
|