„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
315
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-02
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017936
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №315

2014 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017464) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის:

1.  „გ.დ.დ“  ქვეპუნქტი  ამოღებულ  იქნეს.

2.  „ზ“ ქვეპუნქტს  დაემატოს  შემდეგი  შინაარსის  „ზ.გ“ ქვეპუნქტი:

,,ზ.გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების  სამართლებრივ  უზრუნველყოფას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია