1.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №54 (22.798), 06.04.07) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მთავრობის აპარატის უფროსის არყოფნის ან სხვა საფუძვლით უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, მთავრობის აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს მთავრობის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული მთავრობის აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.”.
|