მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-06
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.153.016200
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №13

2014 წლის 30 აპრილი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195  მუხლის მე-3 პუნქტის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების მე-5 მუხლისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 07 მარტის №1164 მომართვის შესაბამისად,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ქირის  საწყისი წლიური ოდენობა  განისაზღვროს 1 კვ. მეტრზე დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის 6%-ის ოდენობით.
მუხლი 2
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში    არსებული  არასასოფლო - სამეურნეო   დანიშნულების   მიწისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გარდა   სხვა   დანარჩენი     ქონების   სარგებლობის ქირის  საწყისი    წლიური ოდენობა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის 6%-ის ოდენობით.
მუხლი 3
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა  განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის 5%-ის ოდენობით.

 

მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №17 დადგენილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ (სსმ, 040110030.35.153.016045  28.02.11).

 

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია