|
„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №31 ბრძანებაში შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტო ჩაატარებს საკრუინგო კომპანიის შეფასებას აღიარების მიზნით. სააგენტო აფასებს წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და ამოწმებს მის სისწორეს. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აღმოჩნდება საკმარისი შემოწმების ჩასატარებლად სააგენტო შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით საკრუინგო კომპანიას განუსაზღვრავს დამატებით ვადას.“. |
2.
ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო არანაკლებ წელიწადში ერთხელ ახორციელებს საკრუინგო კომპანიის შესაბამისობის შემოწმებას.“. |
3.
ამოღებულ იქნას დანართები №3 და №4. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|