„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ნოემბრის №30 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 111114011, 16/11/2011) შევიდეს ცვლილება კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა გაიცემა „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების შესაბამისად.“.
|