შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №24.02.1078 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 25/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 210010010.37.101.016165) დამტკიცებულ „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესში“ და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ასევე მის ძალაში შესვლამდე, ქ. თბილისის მთავრობასა და მოსაკრებლის გადამხდელს შორის, გადასახდელი მოსაკრებლის გადავადებასთან/გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაფორმებულ შეთანხმებაზე, თუ შეთანხმების ორივე მხარე თანახმაა ამ წესის შესაბამისად ახალი შეთანხმების დადებაზე.“.
|