„პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 (www.matsne.gov.ge, 17.08.2012; სარეგისტრაციო კოდი: 010320010.58.070.016004) ბრძანებით დამტკიცებულ ,,პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შესახებ ანგარიშგების ფორმების შევსების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშების ფორმებთან ერთად საარჩევნო პერიოდში უნდა იქნეს შედგენილი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 20 ივლისის N126/37 ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №15.“.
|