საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
683
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017003
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №683

2014 წლის 14 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, 2014 წლის „შავი ზღვის  ჯაზ-ფესტივალის“ ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 595 413 (ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ოთხას ცამეტი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია