„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2238-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-04-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-28
სარეგისტრაციო კოდი
120260020.05.001.017389
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) მე-10 მუხლის:

ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს ეწოდება იუნკერი და მასზე ვრცელდება შესაბამისი უფლება-მოვალეობანი (გარდა შრომის ანაზღაურების მიღების უფლებისა, რომელიც გაიცემა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში).

6. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერთან დადებული კონტრაქტით შესაძლებელია შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გახდეს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერი მშობლების თანხმობით.“;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სამხედრო სასწავლებლის მსმენელის/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკრის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და წესი განისაზღვრება შესაბამისი სადისციპლინო წესდებით.“;

დ) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკრის მიმართ, რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი, მოქმედებს შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეთა ან სპეციალური წოდების მქონე პირთა დისციპლინური დევნის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, რომლებსაც აქვს უპირატესობა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების მიმართ.

18. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერი, რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი, ვალდებულია შეასრულოს შესაბამისად სამხედრო მოსამსახურისათვის ან სპეციალური წოდების მქონე პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

16 აპრილი 2014 წ.

N2238-IIს

კრებსითი — სრული ვერსია