„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2239-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-04-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-28
სარეგისტრაციო კოდი
120260040.05.001.017385
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს დასვენებისათვის ყოველკვირეულად ეძლევა ერთი დღე, ხოლო სამხედრო სასწავლებლის მსმენელს/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს – შესაბამისი სასწავლო გეგმის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვირაში ერთი დღისა.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამხედრო სასწავლებლის მსმენელს/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს სასწავლო გეგმით დადგენილ ვადებში ეძლევა საარდადეგებო შვებულება.“.

2. მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის ანაზღაურება, თუ ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეა და სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

16 აპრილი 2014 წ.

N2239-IIს

კრებსითი — სრული ვერსია