1.
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009 წელი, №144, მუხლი 1679) დამტკიცებულ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-19 მუხლის პირველ პუნქტს ,,მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,მ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,მ1) ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული (ან მოსალოდნელი) საომარი ვითარების, სტიქიური და ტექნოგენური ხასიათის უბედურების შედეგად წარმოქმნილი სიტუაციის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;“.
|