სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
691
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016970
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 691

2014 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის 201 4 წლის 7 აპრილის სხდომაზე (ოქმი №9) მოწონებულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადება საქართველოს მუნიციპალიტეტებში  სოფლის ამბულატორიების მოწყობის თაობაზე.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, ერთი ამბულატორიის მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 201 4 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                             ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია