„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში (სსმ,15/07/2010, მუხლი 1274) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის ცხრილის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
|
„1. შპს „მტკვარი ენერგეტიკა“
|
გარდაბნის თბოელექტროსადგური №9 ენერგობლოკი
|
180
|
2010 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე
|
|
2. შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“
|
გარდაბნის თბოელექტროსადგური №3 ენერგობლოკი
|
100
|
2010 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე
|
|
გარდაბნის თბოელექტროსადგური №4 ენერგობლოკი
|
100
|
2010 წლის 1 სექტემბრიდან
2016 წლის 1 იანვრამდე“
|
|