„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
145
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2014-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-23
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016930
„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №145

 2014 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

 

მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2014 წლის 17 მარტს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება.

მუხლი 2. საგარეო საქმეთა სამინისტრომ:   

1. აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ.

2. შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ.

მუხლი 3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

                                                                                                                                                        გიორგი მარგველაშვილი

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                                                                  ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია