„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 116-ე მუხლის მე-3, მე-7 და მე-10 პუნქტების შესაბამისად: ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით, ამომრჩეველთა 5-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, შეაგროვოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები. აღნიშნული ხელმოწერები უნდა წარედგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატს.
ამავდროულად, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 144-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა.
კანონის აღნიშნული ნორმა, ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 116-ე მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს და შესაბამისად შეუძლებელია „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 144-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის (კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღე) დაცვა, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისათვის რეგისტრაციის გასატარებლად საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის მიმართვის ნაწილში. ამასთანავე, კანონით დარეგულირებული არ არის კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, მხარდამჭერთა სიების კომისიაში წარდგენის, მისი შემოწმებისა და კანდიდატის რეგისტრაციის შესაბამისი ვადები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|