„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 მარტის №243 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 430210000.10.003.017863) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 17 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“.
|