|
„2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების, კერძოდ, პოლიციელების, საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო პირების მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებებია:
ა) ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება;
ბ) სპეციალური ხელკეტი;
გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი);
დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;
ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება;
ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება;
ზ) წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება;
თ) სპეციალური საღებავი;
ი) სასამსახურო ძაღლი;
კ) სასამსახურო ცხენი;
ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა;
მ) შესაბოჭი ბადე.“.
|