|
„სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
.„სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანების პირველი მუხლის „დ“ პუნქტით დამტკიცებულ სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამკერდე ნიშნისა და მედლის ნიმუშებს დაემატოს ,,სასაზღვრო ავიაცია – 15 წელი“ საიუბილეო სამკერდე ნიშნის თანდართული ნიმუში. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|