შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
792
მიმღები ორგანო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-04-16
გამოქვეყნების თარიღი
2022-11-15
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.029.016203
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
(ძალადაკარგულია - 15.11.2022, №01-90/ნ)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №792

2014 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი N1).
მუხლი 2
დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის  დეპარტამენტის  უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა N1 - დანართი N2, გასაუბრების შეფასების ფორმა N2 - დანართი N3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი N4.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე



დანართი N1
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21  წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის  უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება,  ბიზნესის ადმინისტრირების (დარგი/სპეციალობა – საბუღალტრო აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები) ან/და სოციალური მეცნიერებების (დარგი/სპეციალობა – ეკონომიკა) ან/და სამართლის მიმართულებით;

ბ) სამუშაო გამოცდილება – აუცილებელია აუდიტის ან/და ინსპექტირების ან/და გამოძიების კუთხით მუშაობის 5 წლიანი  გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე პროგრამების, კერძოდ, Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook –  კარგი ცოდნა.

3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,, საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;

გ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება;

დ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 22 ივლისის №65 ბრძანება;

ვ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) "შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
ი) „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №644;
კ) სისხლის სამართლის კოდექსი;

ლ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის ბრძანება № 967 - ვებგვერდი, 26.06.2015წ.


დანართი N 2
გასაუბრების შეფასების ფორმა N1

ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.

1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. 

ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ______________________________________________

კანდიდატის სახელი, გვარი:            _________________________________________________________ 

კომისიის წევრის სახელი, გვარი, __________:__________________________________________

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_______________________________________________________

N

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების ქულა

კომისიის წევრის კომენტარი

1.

განათლება/კვალიფიკაცია

 

 

 

 

 

2.

სამუშაო გამოცდილება

 

 

 

 

 

3.

სამართლებრივი აქტების ცოდნა

 

 

 

 

 

4.

სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია)

 

 

 

 

შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა

 

 

 

კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________

 


დანართი N3
გასაუბრების შეფასების ფორმა N2

ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები.  შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.

1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. 

ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ____________________________________________

კანდიდატის სახელი, გვარი:            ______________________________________________________ 

კომისიის წევრის სახელი, გვარი: _________________________________________________

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):____________________________________________________

N

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების ქულა

კომისიის წევრის კომენტარი

1.

ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

 

 

 

 

2.

წერილობითი კომუნიკაციის უნარი

 

 

 

 

 

3.

დროის მართვის უნარი

 

 

 

 

 

4.

ანალიტიკური აზროვნების უნარი

 

 

 

 

5.

დეტალებზე ორიენტირებულობა

 

 

 

 

6.

კარიერული მიზნები

 

 

შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა

 

 

 

კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________

 


დანართი N4
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა

შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანათი N1, დანართი N2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.

 

საკონკურსო პოზიციის დასახელება:_______________________________________________

 

N

კანდიდატის სახელი, გვარი

შეფასების ჯამური ქულა

 

 

 

 

 

 

 

1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________

2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:________________________________________

3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________

4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________

5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________

 


კრებსითი — სრული ვერსია