„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4309
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-04
სარეგისტრაციო კოდი
210.020.140.05.001.002.719
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:

ა) მსუბუქი ავტომანქანის ძარის გადაფორმება – 40 ლარი;

ბ) სატვირთო ავტომანქანის კაბინის ან ჩარჩოს გადაფორმება – 32 ლარი;

გ) ფურგონის ტიპის სატვირთო ავტომანქანის ან ავტობუსის ძარის გადაფორმება – 63 ლარი;

დ) სატრანსპორტო საშუალების ძრავის გადაფორმება – 38 ლარი.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დაწესება

სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) I და II რიგის მემკვიდრეები ნოტარიალური წესით ჩუქებითა და მემკვიდრეობით მიღებული ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციისას – ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები ძირითადი ქონების რეგისტრაციისას, აგრეთვე მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, რაც მოიცავს საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4309–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია