„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველის ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №202 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
257
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2014-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-16
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.123.016208
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველის ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №202 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №257

2014 წლის 14 აპრილი

ქ. ქუთაისი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველის ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №202 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №202 დადგენილებაში (სსმ matsne@justice.gov.ge 0102600 30.35.123.016154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მეორე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილის, კულტურის განყოფილების, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებისა და დარგის სპეციალისტებისაგან“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილელევან კირკიტაძე

კრებსითი — სრული ვერსია