შეტანილ იქნას ცვლილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის შემოღების, ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ და დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის გაცემის წესი“-ს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მეთხუთმეტე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც მეთხუთმეტე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.“.
|